ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016822
89
21/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
010250020.35.160.016822
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №89

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლების, 313-ე მუხლის მე-17 ნაწილისა და „ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია



დანართი №1

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზ  რეაგირების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77და 77მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას.

2. წესის მიზანია, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის (შემდგომში – ხმაური) დონის გაზომვისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელის შემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობს ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად, ქმნის დისკომფორტს და შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე, ან მის სოციალურ მდგომარეობაზე;

ბ) ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას;

გ) L დღე – დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, საღამო – 19:00 საათიდან 23:00 საათამდე);

დ) L ღამე – ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 საათიდან 08:00 საათამდე);

ე) ბგერის დონე LAდბA – მუდმივი ხმაურის მახასიათებელი;

ვ) ბგერის ეკვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი;

ზ) პიროტექნიკურ ნაკეთობა – იგულისხმება პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის თავისუფალი გაყიდვა ნებადართულია და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე, მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლისა და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად.

მუხლი 3. რეაგირების საფუძველი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული მხარის შეტყობინება (მაგ.: განცხადება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე/ოფიციალურ ელ.ფოსტაზე შემოსული შეტყობინება);

ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომ, მუნიციპალური ინსპექცია) მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი.

2. მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. ხმაურის გაზომვის წესი

1. მუნიციპალური ინსპექცია საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლოატაციის ინსტრუქციას.

2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1მ.-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ.-ის დაცილებით, იატაკიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე.

3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ.-ის დაცილებით, მიწიდან 1.2 – 1.5 მ.-ის სიმაღლეზე.

4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისგან არანაკლებ 0.5 მ.-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ.

5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა.

6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით:

ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წამის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები;

ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.

7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა.

8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე, განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა).

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ხმაურის გადამეტებაზე

1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულების შენობისა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონე აღემატება წინამდებარე წესის მე-4 მუხლითა და „ტექნიკური რეგლამენტი – საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით განსაზღვრული ხმაურის დასაშვებ ნორმებს.

2. თუ საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობებსა და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ფიქსირდება, ან მოსალოდნელია ხმაურის მაჩვენებლის დასაშვები ნორმის გადამეტება, მაშინ ფიზიკურმა, ან იურიდიულმა პირმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ხმაური, უნდა უზრუნველყოს მომეტებული ხმაურის მაჩვენებლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება.

მუხლი 6. ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება.

2. ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.

მუხლი 7. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისთვის

1. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 77მუხლების შესაბამისად.

2. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან, ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება.

3. ამ წესის მოთხოვენები არ ვრცელდება:

ა) დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე;

ბ) საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე;

გ) საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე;

დ) დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე;

ე) მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე;

ვ) საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

მუხლი 8. სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, მუნიციპალური ინსპექცია ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

მუხლი 9. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გაფრთხილების ან დაჯარიმების თაობაზე მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში.