„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016840
107
21/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
010250050.35.160.016840
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №107

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“ (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის  „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“ (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №292  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2021წ., 010250050.35.160.016727) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) შევიდეს ცვლილება ქვეპროგრამის სახელწოდებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის  „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესი“;

ბ)  შევიდეს ცვლილება პირველი  მუხლის „1“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე  ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების წესსა და პირობებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგამის ფარგლებში.“;

გ) შევიდეს ცვლილება მეორე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე;

ბ) ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს. რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 9.8 დან – 10 მდე;

გ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი);

დ) წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი 500 (ხუთასი) და 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ე) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” ქვეპროგრამა (კოდი 04 06).“.

დ)  შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა

1. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძოს სკოლის მოსწავლეები. ასევე მოსწავლეები, რომლებიც ქალაქ თბილისში იღებენ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი), ხოლო ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 300 (სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადების წარდგენის მომენტისათვის მიმდინარე წელს იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

3. გამონაკლის შემთხვევაში, თუ  ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

4. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.“;

ე)  შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ  კურსდამთავრებულია არის ოქროს ან ვერცხლის  მედალოსნის კანდიდატი;“;

ვ) შევიდეს ცვლილება მე-6 მუხლის 1- პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“ (კოდი 04 06) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია