„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის N261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის N261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016838
105
21/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
010250020.35.160.016838
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის N261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №105

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის №261 დადგენილების დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/06/2021წ., 010250020.35.160.01697) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ ქვეპუნქტი:

„12. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება ასევე სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ რუსთავში და ცხოვრების ფაქტი დასტურდება სხვადასხვა ოფიციალური წყაროთი.“;

ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ოჯახი – საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი სხვა პირისაგან;“;

გ) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეინტეგრაცია – სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება;“;

დ) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რეინტეგრირებული ბავშვი – ბავშვი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვიდან დაბრუნდა/განთავსდა ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან;“;

ე) მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) – პირი, რომელსაც აღნიშნული სტატუსი განუსაზღვრა შესაბამისმა ორგანომ და აქვს ფორმა - NIV-50;“;

ვ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ოფიციალური წყარო – სახელმწიფო ან/და კერძო უწყების მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტი.“;

 ზ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ოფიციალური წყაროს მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.“;

თ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი;

ი) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;“;

კ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის „61“ ქვეპუნქტი;

ლ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია