დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 20/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.41.046.016036 |
|
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.41.046.016009) დამტკიცებულ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (შემდგომში „სააგენტო“) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.“. 2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაინტერესებულმა პირმა, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა გააგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@gcca.gov.ge).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები