„მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 020090000.41.046.016035
58
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
020090000.41.046.016035
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №58

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 26/11/2014; სარეგისტრაციო კოდი: 020090000.41.046.016007) დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი ადგენს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვისა და მათი გამოყენების წესს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე