„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016032
55
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
240140000.41.046.016032
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №55

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2020, 240140000.41.046.016017) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის და 25-ე მუხლის მე-16 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საქმის მოკვლევის წესი და პროცედურის“:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების წესსა და პროცედურას, საქმის მოკვლევის პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.“.

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის გაგზავნამდე მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.“.

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონის მე-20 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.“.

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  სააგენტო მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.“.

ე) მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ვ) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

1. სააგენტო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2. დოკუმენტის პირისთვის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს სააგენტო.

3. პირისთვის ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება მისი პირველად ჩაბარების თარიღი.

4. პირისთვის დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენისას ამ პირის მიერ მის ჩაბარებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.

5. პირს დოკუმენტი შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით ან/და ელექტრონული ფოსტით.

6. პირისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დადასტურების შემთხვევაში.

7. სააგენტოს წერილობითი დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, მისი ოჯახის წევრს ან მისი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამ პუნქტის მიზნებისთვის ადრესატის ოჯახის წევრებად ითვლებიან მასთან მუდმივად მცხოვრები ახლო ნათესავები, მათ შორის: მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, სრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი შვილიშვილი, ნებისმიერი სხვა სრულწლოვანი პირი (მიუხედავად ადრესატთან ნათესაური კავშირისა), რომელიც მასთან ერთად საერთო საოჯახო საქმიანობას ეწევა.

8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს წერილობითი დოკუმენტის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღეში სააგენტო ვერ აბარებს მას ადრესატს, ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის ჩაბარებაზე ან არ ადასტურებს ელექტრონული ფოსტით მის მიღებას, სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს დოკუმენტის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ატვირთვის შესახებ თხოვნა, რის შემდეგაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით დოკუმენტის ადრესატისთვის გაგზავნას. ამ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გახსნის მომენტიდან.

9. თუ მხარეს სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება ვერ ჩაჰბარდა ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.“.

ზ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე, შესაბამისი დარგის მოწვეული ექსპერტ(ებ)ის, სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.“.

თ) მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირების ადგილზე დაუშვებლობის ან/და შემოწმების პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად.“.

ი) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.“.

კ) 30-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს. ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 10%-ს.

3. კანონის 11​3 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 3%-ს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ ერთობლივ შემოსავალს.“.

ლ) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. კანონის 25-ე მუხლის 8​1 პუნქტით და ამ წესის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი დარღვევის განმეორებისას − 20 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი აპრილიდან.


საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე