„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის რატიფიცირების შესახებ

„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის რატიფიცირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3945-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016767
3945-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
480140000.09.001.016767
„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის რატიფიცირების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი.

2. „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან დაკავშირებით გაკეთდეს შემდეგი დათქმები:

ა) კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო იტოვებს უფლებას, შეზღუდოს კონვენციის გამოყენება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში. ამდენად, საქართველოს მიმართ კონვენცია გამოიყენება იმ საალიმენტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიშობა მშობელსა და 18 წლამდე შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან;

ბ) კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით საქართველო უარს აცხადებს ცენტრალურ ორგანოებთან კომუნიკაციისას  ფრანგული ენის გამოყენებაზე.

3. „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან დაკავშირებით გაკეთდეს შემდეგი დეკლარაციები:

ა) კონვენციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ბ) კონვენციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-10 მუხლით გათვალისწინებული განცხადებებისთვის საქართველო განსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის შემდეგ ჩამონათვალს:

ბ.ა) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება:

ბ.ა.ა) გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე განცხადება უნდა მოიცავდეს:

ბ.ა.ა.ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოსადმი მიმართვას;

ბ.ა.ა.ბ) გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს სახელწოდებას, გადაწყვეტილების მიღების თარიღს და მხარეების შესახებ ინფორმაციას;

ბ.ა.ა.გ) იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომელზეც ამოღებული თანხები უნდა გადაირიცხოს;

ბ.ა.ა.დ) განცხადებაზე თავად განმცხადებლის, ხოლო მისი არასრულწლოვანების შემთხვევაში 

− კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერას;

ბ.ა.ა.ე) მოვალის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას;

ბ.ა.ა.ვ) გადაწყვეტილების დედნის არარსებობის შემთხვევაში − ამის მიზეზის თაობაზე ინფორმაციას;

ბ.ა.ბ) გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ბ.ა.ბ.ა) გადაწყვეტილების დედანი ან ოფიციალურად დამოწმებული ასლი;

ბ.ა.ბ.ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას;

ბ.ა.ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში − ქორწინების მოწმობის დამოწმებული ასლი;

ბ.ა.ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში − განქორწინების მოწმობის დამოწმებული ასლი;

ბ.ა.ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში − ბავშვის დაბადების მოწმობა ან შვილად აყვანის დოკუმენტი;

ბ.ა.ბ.ვ) დამხმარე დოკუმენტები, რომლებიც უნდა ახლდეს განცხადებას (შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დედნების ან ოფიციალურად დამოწმებული ასლების სახით);

ბ.ა.ბ.ზ) სასამართლოს/ცენტრალური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა, შესაბამისი დოკუმენტი.

შენიშვნა: უცხო ენაზე/ორიგინალის ენაზე შედგენილ ყველა დოკუმენტს უნდა ახლდეს დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ბ.ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებები:

ბ.ბ.ა) ბავშვის რჩენის თაობაზე განცხადება უნდა მოიცავდეს:

ბ.ბ.ა.ა) მოპასუხის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას (პირადი ნომერი, დაბადების თარიღი);

ბ.ბ.ა.ბ) ყოველთვიური სარჩოს ოდენობის შესახებ მოთხოვნას, შესაბამისი პერიოდის მითითებით;

ბ.ბ.ა.გ) მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციას;

ბ.ბ.ა.დ) მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას;

ბ.ბ.ა.ე) მოსარჩელის ყოველთვიური ხარჯების შესახებ ინფორმაციას;

ბ.ბ.ა.ვ) იმ მშობლის განათლებისა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციას, რომელიც  ბავშვზე მზრუნველობას ახორციელებს;

ბ.ბ.ა.ზ) იმ მტკიცებულებებზე მითითებას, რომლებითაც მოყვანილი ფაქტები უნდა დადასტურდეს;

ბ.ბ.ა.თ) მოსარჩელისა და მოპასუხის ოჯახური და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;

ბ.ბ.ბ) ბავშვის რჩენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ბ.ბ.ბ.ა) სარჩელი;

ბ.ბ.ბ.ბ) ფინანსურ მდგომარეობასთან (მაგალითად, შემოსავალი/ხარჯი/აქტივი) დაკავშირებული დოკუმენტები;

ბ.ბ.ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქორწინების ან სხვა ურთიერთობის შეწყვეტას;

ბ.ბ.ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში − ბავშვის დაბადების მოწმობა ან შვილად აყვანის დოკუმენტი;

ბ.ბ.ბ.ე) სამართლებრივი დახმარების შესახებ განაცხადი;

ბ.ბ.ბ.ვ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მშობლისა და შვილის ურთიერთობას;

ბ.ბ.ბ.ზ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება მზრუნველის ან მეურვის დანიშვნის თაობაზე;

ბ.ბ.ბ.თ) დამხმარე დოკუმენტები, რომლებიც უნდა ახლდეს განცხადებას (შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დედნების ან ოფიციალურად დამოწმებული ასლების სახით);

ბ.ბ.ბ.ი) სასამართლოს/ცენტრალური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა, შესაბამისი დოკუმენტი.

შენიშვნა: უცხო ენაზე/ორიგინალის ენაზე შედგენილ ყველა დოკუმენტს უნდა ახლდეს დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ბ.გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადება:

ბ.გ.ა) ალიმენტის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ განცხადება უნდა მოიცავდეს:

ბ.გ.ა.ა) გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს სახელწოდებას, გადაწყვეტილების მიღების თარიღს და მხარეების შესახებ ინფორმაციას;

ბ.გ.ა.ბ) ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის (საალიმენტო თანხის) მხარის მიერ მოთხოვნილ ოდენობას;

ბ.გ.ა.გ) მითითებას იმ გარემოების ცვლილების შესახებ, რომელიც ამართლებს  ალიმენტის ოდენობის ცვლილების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას;

ბ.გ.ა.დ) იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომელზეც დაკისრებული თანხები უნდა გადაირიცხოს;

ბ.გ.ა.ე) იმ მტკიცებულებებზე მითითებას, რომლებითაც მოყვანილი ფაქტები უნდა დადასტურდეს;

ბ.გ.ა.ვ) მოპასუხის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას;

ბ.გ.ა.ზ) განცხადებაზე თავად განმცხადებლის, ხოლო მისი არასრულწლოვანების შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერას;

ბ.გ.ბ) ალიმენტის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ბ.გ.ბ.ა) სარჩელი;

ბ.გ.ბ.ბ) სასამართლო გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი;

ბ.გ.ბ.გ) ფინანსურ მდგომარეობასთან (მაგალითად, შემოსავალი/ხარჯი/აქტივი) დაკავშირებული დოკუმენტები;

ბ.გ.ბ.დ) განმცხადებლისა და მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;

ბ.გ.ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში − ბავშვის დაბადების მოწმობა ან შვილად აყვანის დოკუმენტი;

ბ.გ.ბ.ვ) სამართლებრივი დახმარების შესახებ განაცხადი;

ბ.გ.ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში − ქორწინების მოწმობის დამოწმებული ასლი;

ბ.გ.ბ.თ) საჭიროების შემთხვევაში − განქორწინების მოწმობის დამოწმებული ასლი;

ბ.გ.ბ.ი) დამხმარე დოკუმენტები, რომლებიც უნდა ახლდეს განცხადებას (შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დედნების ან ოფიციალურად დამოწმებული ასლების სახით);

ბ.გ.ბ.კ) სასამართლოს/ცენტრალური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა, შესაბამისი დოკუმენტი.

შენიშვნა: უცხო ენაზე/ორიგინალის ენაზე შედგენილ ყველა დოკუმენტს უნდა ახლდეს დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ბ.დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადება:

ბ.დ.ა) ალიმენტის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ განცხადება უნდა მოიცავდეს:

ბ.დ.ა.ა) გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს სახელწოდებას, გადაწყვეტილების მიღების თარიღს და მხარეების შესახებ ინფორმაციას;

ბ.დ.ა.ბ) ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის (საალიმენტო თანხის) მხარის მიერ მოთხოვნილ ოდენობას;

ბ.დ.ა.გ) მითითებას იმ გარემოების ცვლილების შესახებ, რომელიც ამართლებს ალიმენტის ოდენობის ცვლილების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას;

ბ.დ.ა.დ) იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომელზეც დაკისრებული თანხები უნდა გადაირიცხოს;

ბ.დ.ა.ე) იმ მტკიცებულებებზე მითითებას, რომლებითაც მოყვანილი ფაქტები უნდა დადასტურდეს;

ბ.დ.ა.ვ) მოპასუხის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას;

ბ.დ.ა.ზ) განმცხადებლის ხელმოწერას;

ბ.დ.ბ) ალიმენტის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ბ.დ.ბ.ა) სარჩელი;

ბ.დ.ბ.ბ) სასამართლო გადაწყვეტილების დედანი ან სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;

ბ.დ.ბ.გ) ფინანსურ მდგომარეობასთან (მაგალითად, შემოსავალი/ხარჯი/აქტივი) დაკავშირებული დოკუმენტები;

ბ.დ.ბ.დ) განმცხადებლისა და მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;

ბ.დ.ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში − ბავშვის დაბადების მოწმობა ან შვილად აყვანის დოკუმენტი;

ბ.დ.ბ.ვ) სამართლებრივი დახმარების შესახებ განაცხადი;

ბ.დ.ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში − ქორწინების მოწმობის დამოწმებული ასლი;

ბ.დ.ბ.თ) საჭიროების შემთხვევაში − განქორწინების მოწმობის დამოწმებული ასლი;

ბ.დ.ბ.ი) დამხმარე დოკუმენტები, რომლებიც უნდა ახლდეს განცხადებას (შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დედნების ან ოფიციალურად დამოწმებული ასლების სახით);

ბ.დ.ბ.კ) სასამართლოს/ცენტრალური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა, შესაბამისი დოკუმენტი.

შენიშვნა: უცხო ენაზე/ორიგინალის ენაზე შედგენილ ყველა დოკუმენტს უნდა ახლდეს დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

გ) კონვენციის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურების განხორციელებისას გამოიყენებს 24-ე მუხლით დადგენილ ალტერნატიულ პროცედურებს;

დ) კონვენციის 63-ე მუხლის შესაბამისად, 30-ე მუხლის მე-7 პუნქტთან დაკავშირებით საქართველო აცხადებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ორგანოს მეშვეობით;

ე) საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ მისი უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად არის ოკუპირებული, ამ  კონვენციის გამოყენება დაიწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს დე ფაქტო იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

4. „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმთან დაკავშირებით საქართველო აცხადებს,  რომ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ მისი უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად არის ოკუპირებული, ამ ოქმის გამოყენება დაიწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს დე ფაქტო იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3945-XIIIმს-Xმპ