დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016620 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №61 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260020.35.158.016386) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლას; ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; გ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება-მონიტორინგს; დ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელებას, ხარვეზის გამოვლენას, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას; ე) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გასატარებლად დოკუმენტაციის მომზადებას; ვ) მშენებლობის პროცესში სამშენებლო ორგანიზაციასთან ურთიერთობას (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები); ზ) სამსახურის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიღება-ჩაბარების მომზადებას (მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, მიწოდების ვადებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ); თ) საჭიროების შემთხვევაში მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპერტიზაზე გადაცემას; ი) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკონსტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღებას; კ) 2013 წლის 7 თებერვლის საქრთველოს მთავრობის №23 დადგენილების შესაბამისად, დოკუმენტაციის დამუშავება და ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის შევსება-გაგზავნაში მონაწილეობის მიღებას; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში; მ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადებას; ნ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით; ო) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვას; პ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზებას, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვას; ჟ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და არქივისათვის გადაცემას (არქივირება); რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევას; ტ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და ანალიზს; უ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვასა და პასუხების მომზადებას; ფ) განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას; ქ) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას და მომზადებას; ღ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები