„საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების დამტიკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების დამტიკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016031
54
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
240140000.41.046.016031
„საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების დამტიკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №54

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების დამტიკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016015) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული „საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესის და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურისა და ვადების“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარსადგენი საჩივრის ფორმას, მისი წარდგენის წესს, დასაშვებობის პროცედურებსა და ვადებს.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონის მე-20 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვისას, სააგენტო უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

1. სააგენტო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2. დოკუმენტის პირისთვის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს სააგენტო.

3. პირისთვის ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება მისი პირველად ჩაბარების თარიღი.

4. პირისთვის დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენისას ამ პირის მიერ მის ჩაბარებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.

5. პირს დოკუმენტი შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით ან/და ელექტრონული ფოსტით.

6. პირისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დადასტურების შემთხვევაში.

7. სააგენტოს წერილობითი დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, მისი ოჯახის წევრს ან მისი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამ პუნქტის მიზნებისთვის ადრესატის ოჯახის წევრებად ითვლებიან მასთან მუდმივად მცხოვრები ახლო ნათესავები, მათ შორის: მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, სრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი შვილიშვილი, ნებისმიერი სხვა სრულწლოვანი პირი (მიუხედავად ადრესატთან ნათესაური კავშირისა), რომელიც მასთან ერთად საერთო საოჯახო საქმიანობას ეწევა.

8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს წერილობითი დოკუმენტის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღეში სააგენტო ვერ აბარებს მას ადრესატს, ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის ჩაბარებაზე ან არ ადასტურებს ელექტრონული ფოსტით მის მიღებას, სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს დოკუმენტის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ატვირთვის შესახებ თხოვნა, რის შემდეგაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით დოკუმენტის ადრესატისთვის გაგზავნას. ამ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გახსნის მომენტიდან.

9. თუ მხარეს სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება ვერ ჩაჰბარდა ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.“.

5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სასამართლო წარმოებაშია საქმე, რომელიც ეხება დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე