დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 494 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.024327 |
|
„ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2022, 410010020.10.003.023798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის“:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგამოცდო ორგანოში გამოცდის ჩატარებისათვის გაგზავნილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში: ა.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი; ა.ბ) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფისის ადმინისტრაციული საბჭოს (CPVO) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ოქმების, დანართი №2-ისა და მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოს მე-10 ნაწილის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია; ა.გ) ჯიშის შემოთავაზებული დასახელება; ა.დ) ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ჯიში რეგისტრირებული სხვა ქვეყანაში, ან სხვა ქვეყანაში არის თუ არა განაცხადი ჯიშის ასეთი რეგისტრაციის შესახებ; ა.ე) განმცხადებელს შეუძლია, განაცხადთან ერთად წარადგინოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია; ბ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში: ბ.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი; ბ.ბ) სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება; ბ.გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი ზოოლოგიური, კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება.“. 2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. მცენარის ჯიშად რეგისტრაციის შესახებ საგამოცდო ორგანოში წარდგენილ განაცხადზე, ჯიშის აღწერილობაზე უნდა ჩატარდეს ჯიშის ექსპერტიზა ამ წესის მე-4 მუხლისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 4. ჯიშის გამოცდა უნდა ჩატარდეს გამოცდის გეგმის, ჯიშის მოვლა-მოყვანისა და ჯიშობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომელმაც უნდა მოიცვას, სულ მცირე: ა) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფისის ადმინისტრაციული საბჭოს (CPVO) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ოქმების შესაბამისი მოთხოვნები; ბ) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) მცენარის „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ჩატარების ინსტრუქციების შესაბამისი მოთხოვნები; გ) საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები