„ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024326
493
18/12/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
240110000.10.003.024326
„ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №493 

2023 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2020, 240110000.10.003.021748) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების“:

1. პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების (შემდგომში – ნერგები) ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ნერგების ფიტოსანიტარიული რეესტრის წარმოების პროცედურებსა და ნერგების ბაზარზე განთავსების პირობებს.“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ნერგების ბაზარზე განთავსებას, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიულ რეესტრში (შემდგომში – ფიტოსანიტარიული რეესტრი).“.

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.  ფიტოსანიტარიული რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიმწოდებლის სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) მიმწოდებლის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში  მითითებული საქმიანობა; შენობა-ნაგებობების მისამართი და ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალის ან ნერგების ძირითადი გვარები და  სახეობები;

გ) სარეგისტრაციო ნომერი ან კოდი.“.

6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-9 პუნქტები:

„7. მიმწოდებელმა თავის საქმიანობაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე უნდა აცნობოს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფიტოსანიტარიულ რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

8. ფიტოსანიტარიულ რეესტრში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.

9. თუ მიმწოდებელი აღარ ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებულ საქმიანობას, მიმწოდებელი ამოღებული უნდა იქნეს ფიტოსანიტარიული რეესტრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი