„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024325
492
18/12/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
300160070.10.003.024325
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №492

2023 წლის 18 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დადგენილება, გარდა M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
 
მუხლი 3. M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იძულებითი აალებადი ძრავა − შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე;
დ) შეკუმშვით აალებადი ძრავა − შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს შეკუმშვით აალების პრინციპზე;“;
ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:
„კ) დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ლ) სტანდარტული მასა – სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა), რომელზეც დამატებულია 100 კგ.“;
გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახანძრო, სამაშველო დანიშნულების, სპეციალური საპოლიციო ან/და თავდაცვის ძალების ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;“;
დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) ავტომობილებზე, რომელთა ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2024 წლის 1 იანვრამდე;
ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის და დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე.“;
ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ავტომობილების მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) მოთხოვნები
1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა ნაკლებია ან ტოლია 2610 კილოგრამის, წარმოდგენილია დანართ 3-ში.
2. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა ნაკლებია ან ტოლია 2610 კილოგრამის, წარმოდგენილია დანართ 4-ში.
3. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 5-ში.
4. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1, M2 და N1, N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს, წარმოდგენილია დანართ 5-ში.“;
ვ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეგისტრირებულნი იყვნენ მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყნებში (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ამსახველი დოკუმენტით) და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;
ბ) მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულნი იყვნენ თუ არა ექსპორტის ქვეყანაში, ექსპორტი განხორციელდა მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან) და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;“;
ზ) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთ წლამდე ავტომობილებს, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად, ასევე უნდა ახლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ტიპის ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავას ნომერი, ძრავას მოცულობა და ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები იმგვარად, რომ იგი შედარებადი იყოს ამ რეგლამენტის შესაბამის დანართში მოცემულ გამონაბოლქვის ზღვრულ ნორმებთან. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის გამოშვების თარიღი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).
3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, რომლებიც არაა მითითებული დანართ 6-ში ან არ აკმაყოფილებს აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი და ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები იმგვარად, რომ იგი შედარებადი იყოს ამ რეგლამენტის შესაბამის დანართში მოცემულ გამონაბოლქვის ზღვრულ ნორმებთან. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავას ნომერი, ძრავას მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“;
თ) დანართი 3, დანართი 4 და დანართი 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიის ავტომობილებისთვის
 
 დანართი 4. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიის ავტომობილებისთვის

დანართი 5. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიის ავტომობილებისთვის

ა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები შეკუმშვით აალებადი ძრავას მქონე M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, აგრეთვე შეკუმშვით აალებადი ძრავას მქონე M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს – გამოცდის მდგრადი რეჟიმის ციკლი და გამოცდის დატვირთვის რეჟიმის ციკლი

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები

ნახშირბადის მონოქსიდი (CO)

გ/კვტსთ

ნახშირწყალბადები (HC)

გ/კვტსთ

აზოტის ოქსიდები (NOx)

გ/კვტსთ

მყარი ნაწილაკების მასა (PM)

გ/კვტსთ

კვამლიანობა

(m-1)

მყარი ნაწილაკების რიცხვი (PN)

N/კვტსთ

1,5

0,46

2,0

0,02

0,5

8,0 × 1011

შენიშვნა: შესაბამისი ავტომობილი კვამლიანობისა და მყარი ნაწილაკების რიცხვის (PN) ზღვრულ ნორმებს შორის უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთს მაინც;

ბ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, აგრეთვე M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს – გამოცდის გარდამავალი რეჟიმის ციკლი

მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები

ნახშირბადის მონოქსიდი (CO) გ/კვტსთ

არამეთანური ნახშირწყალბადები (NMHC)/ ჯამური ნახშირწყალბადები (THC) გ/კვტსთ

მეთანი (CH4გ/კვტსთ

(მხოლოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავებისთვის)

აზოტის ოქსიდები (NOx) გ/კვტსთ

მყარი ნაწილაკების მასა (PM) გ/კვტსთ

4,0

0,55

1,1

2,0

0,03

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი