„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016321
272
20/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
310010010.54.066.016321
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №272

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ   სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 10/01/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) ფსიქოაქტიური ნივთიერების ბოროტად გამოყენება – საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ერთი ან რამდენიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, რომელიც:

ა) წარმოადგენს პირდაპირ საშიშროებას მისი მომხმარებლისთვის ან ემუქრება სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას;

ბ) იწვევს ან აუარესებს პირის პროფესიული, სოციალური, ფსიქიკური და/ან ფიზიკური ხასიათის აშლილობას;

რ) ფსიქოაქტიური ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას, მათ შორის, ალკოჰოლი, ოპიოიდები, კანაბინოიდები, სედატიური და საძილე საშუალებები, კოკაინი, სხვა ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები და აქროლადი გამხსნელები (კოფეინისა და თამბაქოს გარდა)“.

2. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განცხადების შეტანამდე ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში, ავიასპეციალისტის მეორე კლასის  სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების არანაკლებ 30 შესაბამისი გამოკვლევის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტს უნდა:

ა) გააჩნდეს გამოკვლევების/კვლევების და ვარგისობის შეფასებების ჩასატარებლად საჭირო  საშუალებები, პროცედურები, დოკუმენტაცია, ფუნქციური აღჭურვილობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობები;

ბ) ფლობდეს ინგლისურ ენას კომუნიკაციის/მოლაპარაკებების წარმართვის დონეზე“.

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის ვადაა 3 (სამი) წელი, თუ სააგენტომ არ მიიღო გადაწყვეტილება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების/გაუქმების თაობაზე“.

4. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ პირობებს, რაც გულისხმობს სერტიფიცირების გაცემის/ვადის გაგრძელების/განახლების კრიტერიუმების შეუსრულებლობას, ავიასამედიცინო ჩანაწერების არასრულყოფილად  წარმოებას, სააგენტოში არასწორი მონაცემების/ინფორმაციის წარდგენას, სამედიცინო ჩანაწერების, სერტიფიკატის ან დოკუმენტაციის გაყალბებას, ფაქტების დამალვას“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი:

„დ.გ) მისი პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად, ავიასამედიცინო კვლევების და შეფასების დასრულების შემდეგ“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების თაობაზე“.

5. 29-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ავიასპეციალისტი ვალდებულია, ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, განცხადების შემოტანამდე თუ გაუვლია  სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად სამედიცინო შემოწმება, მიუღია თუ არა  სამედიცინო სერტიფიკატი, ვის მიერ და რა შედეგით, ყოფილა თუ არა არავარგისად შეფასებული ან ჰქონდა თუ არა სამედიცინო სერტიფიკატი შეჩერებული/გაუქმებული“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების/განახლების თაობაზე განცხადების შეტანისას, განმცხადებელმა ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს უნდა წარუდგინოს  ბოლოს გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი“.  

6. 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სერტიფიკატის გაცემისა და განახლების შემთხვევაში გამოითვლება ყველა სამედიცინო გამოკვლევის/კვლევის დაწყების თარიღიდან, ხოლო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში – სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან“.

7. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გულმკერდის ან სუპრარენალური აბდომინური აორტის ანევრიზმა ოპერაციამდე“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გულმკერდის ან  აბდომინური აორტის ანევრიზმა ოპერაციამდე“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ინფრარენალური მუცლის აორტის ანევრიზმა, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, რომელსაც დასმული აქვს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული რომელიმე დაავადების დიაგნოზი, ვალდებულია გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა ვარგისად შეფასებამდე, ავიასამედიცინო შემფასებელთან კონსულტაციის გზით, ხოლო განმცხადებელმა სხვა კარდიალური დარღვევებით, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, ვარგისად შეფასებამდე უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი კარდიალური შემოწმება“.

8. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განმცხადებელს, რომლის არტერიული წნევა აღემატება ნორმის ფარგლებს, დამატებით უნდა ჩაუტარდეს გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შეფასება მიღებული მედიკამენტების ფონზე და ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა მისი ვარგისად შეფასება“.

9. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მიოკარდიუმის იშემია, კორონარული არტერიების დაავადება გამოხატული სიმპტომატიკით, კორონალური არტერიების დაავადება, რომლის  სიმპტომები რეგულირდება მედიკამენტებით, შეფასდება არავარგისად“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება მიოკარდიალური იშემია, მიოკარდიუმის ინფარქტი, რევასკულარიზაციით ან სტენტირებით მიმდინარე კორონარული არტერიული დაავადებები, უნდა შეფასდეს არავარგისად“.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, რომელსაც აღენიშნება ასიმპტომატური მიოკარდიუმის ინფარქტი ან  ქირურგიული მკურნალობა კორონალური არტერიული დაავადების გამო, ვალდებულია გაიაროს დამაკმაყოფილებელი კარდიოლოგიური გამოკვლევა სააგენტოს სამედიცინო შემფასებელთან კონსულტაციის გზით. გამცხადებელი, ზემოაღნიშნული დაავადებებით, პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას და სერტიფიკატის განახლებისას უნდა გადამისამართდეს სააგენტოში“.

10. 39-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელს უნდა ჩაუტარდეს ფილტვის ფუნქციის  მორფოლოგიური და ფუნქციური ტესტები  პირველი გამოკვლევისას და სამედიცინო ჩვენების მიხედვით.

2. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა ვალდებულია გაიაროს ფილტვის ფუნქციის მორფოლოგიური და ფუნქციური ტესტები, სამედიცინო ჩვენების მიხედვით“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. განმცხადებელი ფილტვის ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესებით  უნდა შეფასდეს არავარგისად. ის შეიძლება შეფასდეს ვარგისად გამოჯანმრთელების და დამაკმაყოფილებელი პულმონოლოგიური შეფასების შემდეგ“.

11. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან მისი მიმდებარე ორგანოების რომელიმე ნაწილის დაავადების რაიმე გართულებით, ქირურგიული ჩარევით, ნებისმიერი ობსტრუქციით, სტრიქტურით ან კომპრესიით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა ფრენის დროს. განმცხადებელი, რომელსაც აქვს თიაქარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებაზე, უნდა შეფასდეს არავარგისად“.

12. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას, აგრეთვე, ყოველი ავიასამედიცინო კვლევის დროს საჭიროა ჰემოგლობინის კონტროლი. დამაკმაყოფილებელი ჰემოგლობინის დონის შემთხვევაში განმცხადებელი შეიძლება ჩაითვალოს ვარგისად ისეთი ჰემატოლოგიური მდგომარეობით, როგორიცაა:

ა) კოაგულოპათია, ჰემორაგიული და თრომბოციტული მოშლილობები;

ბ) ქრონიკული ლეიკემია“.

13. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შარდის ანალიზი უნდა ჩატარდეს ყველა გამოკვლევის დროს. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მისი შარდი შეიცავს ანორმალიურ ელემენტებს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიად. ზემოაღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს განმცხადებლის ფუნქციური უუნარობა, რომელიც აქვეითებს ფრენის უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს ან უეცარი უუნარობა, რის გამოც განმცხადებელი ვერ შეძლებს მოწმობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელებას“.

14. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემა

1. განმცხადებელი, რომელსაც არა აქვს ჯდომის შესაბამისი სიმაღლე, ხელის და ფეხის სიგრძე და კუნთოვანი ძალა მოწმობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისთვის, უნდა შეფასდეს არავარგისად. განსაზღვრული ტიპის საჰაერო ხომალდზე, სადაც ჯდომის სიმაღლე, ხელის და ფეხის სიგრძე და კუნთოვანი ძალა საკმარისია მოწმობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისთვის, რაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სამედიცინო ფრენის ან სიმულატორზე ფრენის ტესტის მეშვეობით, განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს  ვარგისად და მისი მოწმობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები,  შესაბამისად, შეიზღუდოს.

2. განმცხადებელი, რომლის საყრდენ-მამოძრავებელი სისიტემა არ ფუნქციონირებს დამაკმაყოფილებლად, მოწმობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების უსაფრთხოდ განხორციელებისთვის უნდა შეფასდეს არავარგისად. განსაზღვრული ტიპის საჰაერო ხომალდზე, სადაც  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა  ფუნქციონირებს გამართულად  მოწმობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისთვის, რაც საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს სამედიცინო ფრენის ან სიმულატორზე ფრენის ტესტის მეშვეობით, განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს  ვარგისად და მოწმობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, შესაბამისად, შეიზღუდოს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი გადამისამართდება სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი შეფასდება ვარგისად სააგენტოსთან შეთანხმებით“.  

16. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 47. ფსიქიატრია

1. კომპლექსური ფსიქიატრიული შეფასება, ასევე ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე შემოწმება უნდა განხორციელდეს პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის პირველადი გაცემის დროს ჩატარებული ავიასამედიცინო კვლევებით.

2. განმცხადებელი მენტალური ან ქცევითი აშლილობით, რაც გამოწვეულია ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებით, უნდა შეფასდეს არავარგისად, გამოჯანმრთელებამდე და დამოკიდებულებისგან გათავისუფლებასა და დამაკმაყოფილებელ ფსიქიატრიულ შეფასებამდე, წარმატებული მკურნალობის შემდეგ.

3. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული შეფასება, თუ მას აღენიშნება:

ა) ხასიათის აშლილობა;

ბ) ნევროტიკული აშლილობა;

გ) პიროვნული აშლილობა;

დ) მენტალური ან ქცევითი აშლილობა.

4. განმცხადებელი, რომლის სამედიცინო ისტორიაში აღნიშნულია ერთი ან განმეორებითი განზრახ თვითდაზიანების ფაქტი, შეფასდება არავარგისად. ვარგისად შეფასებამდე, მან უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული გამოკვლევა.

5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

6. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, ვარგისად შეფასდება სააგენტოსთან შეთანხმებით.

7. სამედიცინო ისტორიაში აღნიშნული ან დიაგნოზით დადგენილი შიზოფრენიის, შიზოტიპური ან დელუზიური აშლილობის მქონე განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად“.

17. 48-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. ნევროლოგია

1. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება:

ა) ეპილეფსია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა;

ბ) გაურკვეველი მიზეზით, ცნობიერების პერიოდული მოშლილობა.

2. განმცხადებელმა, ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური დიაგნოზით ან დოკუმენტირებული სამედიცინო ისტორიით, ვარგისად  შეფასებამდე უნდა გაიაროს დამატებითი კვლევები: 

ა) ეპილეფსია, რომელიც არ განმეორებულა 5 წლის განმავლობაში;

ბ) ეპილეფსია, განმეორების და მკურნალობის გარეშე 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში;

გ) ეპილფსია, EEG ფორმის ანომალიებით და ფოკუსური ნელი ტალღებით;

დ) ნერვული სისტემის პროგრესირებადი ან არაპროგრესირებადი დაავადებები;

ე) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების მოშლილობის ერთჯერადი შემთხვევა;

ვ) თავის ტრამვის შემდეგ ცნობიერების დაკარგვა;

ზ) ტვინის გამჭოლი დაზიანება;

თ) ზურგის ან პერიფერიული ნერვის დაზიანება.

ი) ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადება;

კ შაკიკი;  

ლ) ნერვული სისტემის მოშლილობა სისხლძარღვოვანი უკმარისობის გამო მათ შორის ჰემორაგიული და იშემიური მოვლენები.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი ვარგისად შეფასდება სააგენტოსთან შეთანხმებით“.

19. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. მხედველობის სისტემა

1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის პირველადი გაცემის დროს, ასევე, კლინიკური ჩვენების მიხედვით და პერიოდულად, თვალის რეფრაქციისა და თვალის ფუნქციონალური მდგომარეობის  გათვალისწინებით, უნდა ჩატარდეს თვალის სრულყოფილი  გამოკვლევა, ხოლო პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სერტიფიკატის განახლებისათვის უნდა ჩატარდეს თვალის რუტინული გამოკვლევა.

2. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი პირველადი კვლევის  დროს  ერთ თვალში არასტანდარტული მხედველობით, უნდა შეფასდეს არავარგისად.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის განმცხადებელის შორსმხედველობის სიმახვილე კორექციით ან მის გარეშე, უნდა იყოს თითოეულ თვალში დამოუკიდებლად  6/9 (0,7) ან უკეთესი, ხოლო ორივე თვალით მხედველობის სიმახვილე – 6/6(1,0) ან უკეთესი.

4. მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის განმცხადებელი შორსმხედველობის სიმახვილე კორექციით ან მის გარეშე, უნდა იყოს თითოეულ თვალში დამოუკიდებლად – 6/12 (0,5) ან უკეთესი, ხოლო ორივე თვალით მხედველობის სიმახვილე – 6/9(0,7) ან უკეთესი.

5. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ერთ თვალში შეძენილი არასტანდარტული მხედველობით ან შეძენილი მონოკულარობით პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელი განმცხადებელი გადამისამართდება სააგენტოში, ხოლო მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის ვარგისად შეფასება მოხდება სააგენტოსთან შეთანხმებით. განმცხადებლის  ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი ოფთალმოლოგიური შეფასების  შემთხვევაში.

6. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი  უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას არა აქვთ ნორმალური ბინოკულარული მხედველობა და მისმა სამედიცინო მდგომარეობამ  შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე. საჭიროებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნებისმიერი შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები.

7. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი  უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას არა აქვს ნორმალური მხედველობის ველი და მისმა სამედიცინო მდგომარეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე. საჭიროებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნებისმიერი შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები. განმცხადებელი დიპლოპიით უნდა შეფასდეს არავარგისად.

8. განმცხადებელი თვალის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ უნდა შეფასდეს არავარგისად, თუმცა სრული გამოჯანმრთელების, მხედველობის ფუნქციის აღდგენის და დამაკმაყოფილებელი ოფთალმოლოგიური შეფასების შემდეგ, შეიძლება შეფასდეს ვარგისად.

9. ოფთალმოლოგიური გამოკვლევის დამაკმაყოფილებელი ჩვენების შემთხვევაში, კერატოკონუსის (რქოვანი გარსის სტაფილომა) დიაგნოზის მქონე განმცხადებელი, შეიძლება შეფასდეს ვარგისად. განმცხადებელი კერატოკონუსით პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

10. განმცხადებელი რეფრაქციული გადახრით ან ანიზომეტროპიით, ოფთალმოლოგიური გამოკვლევების დადებითი ჩვენებების შემთხვევაში, შეიძლება შეფასდეს ვარგისად. განმცხადებელი რეფრაქციული გადახრით ან ანიზომეტროპიით პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და შეფასდეს ვარგისად დამაკმაყოფილებელი ოფთალმოლოგიური კვლევის შემდეგ:

ა) მიოპია აღემატება  6.0 დიოპტრიას;

ბ) ასტიგმატიზმი აღემატება 2.0 დიოპტრიას;

გ) ანიზომეტროპია აღემატება 2.0 დიოპტრიას.

11. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად, განმცხადებელი ჰიპერმეტროპიით, რომელიც აღემატება +5.0 დიოპტრიას, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და შეფასდეს ვარგისად დამაკმაყოფილებელი ოფთალმოლოგიური შეფასების შემდეგ იმ პირობით, რომ არსებობს ადეკვატური ფუზიონალური რეზერვები, ნორმალური ინტრაოკულარული წნევა და წინა საკანის კუთხეები და არ არის გამოვლენილი მნიშვნელოვანი პათოლოგია. მიუხედავად ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, კორეგირებული მხედველობის სიმახვილე თითოეულ თვალში უნდა იყოს 6/6 ან უკეთესი, კორექტირებული მხედველობის სიმახვილე თითოეულ თვალში უნდა იყოს  6/6 ან უკეთესი.

12. თუ დამაკმაყოფილებელი ვიზუალური ფუნქცია მიიღწევა მხოლოდ კორექციის გამოყენებით, სათვალე ან კონტაქტური ლინზები უნდა უზრუნველყოფდეს ოპტიმალურ ვიზუალურ ფუნქციას, იყოს კარგად შესაგუებელი და შესაფერისი საავიაციო მიზნებისთვის.

13. მოქმედი მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, ვიზუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გამოყენებული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წყვილი სათვალისა.

14. შორსმხედველობის შემთხვევაში, მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, გამოყენებული უნდა იყოს სათვალეები ან კონტაქტური ლინზები.

15. ახლომხედველოლბის შემთხვევაში, სათვალე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოქმედი მოწმობის გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების დროს.

16. ანალოგიურად, მაკორექტირებელი სათვალეების სათადარიგო ნაკრები, შორს ან ახლომხედველობისთვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად.

17. თუ კონტაქტური ლინზები გამოიყენება მოქმედი მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების დროს, ისინი უნდა იყოს შორსმხედველობის, მონოფოკალური, დაუფერავი და კარგად შესაგუებელი.

18. დიდი რეფრაქციული ცდომილების მქონე განმცხადებელმა, უნდა გამოიყენოს კონტაქტური ლინზები ან მაღალი ინდექსის სათვალის ლინზები.

19. ორთოკერატოლოგიური ლინზების გამოყენება დაუშვებელია

20. თუ მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ფერთა აღქმის მოთხოვნებს, უნდა შეიზღუდოს მხოლოდ დღის ფრენებით“.

20. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ფერთა აღქმა

1. განმცხადებლები უნდა იყვნენ ნორმალური ტრიქრომატები ან უნდა ჰქონდეთ ფერების სწორად აღქმის უნარი.

2. სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს სადიაგნოსტიკო ტესტი ფერთა სწორად აღქმის უნარის შესამოწმებლად (იშიჰარას ტესტი). განმცხადებელი, რომელმაც გაიარა იშიჰარას ტესტი, უნდა შეფასდეს ვარგისად. თუ განმცხადებელი პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად ვერ გაივლის იშიჰარას ტესტს, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და გაიაროს ფერთა აღქმის შემდგომი ტესტირება იმის დასადგენად, გააჩნია თუ არა მას საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერთა სწორად აღქმის აღქმის უნარი. განმცხადებელი, რომელიც ვერ გაივლის  ფერთა აღქმის შემდგომ ტესტირებას, უნდა შეფასდეს არავარგისად.

3. თუ განმცხადებელი, მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად ვერ გაივლის იშიჰარას ტესტს, უნდა გაიაროს ფერთა აღქმის შემდგომი ტესტირება იმის დასადგენად, გააჩნია თუ არა მას საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერთა სწორად აღქმის აღქმის უნარი“.

21. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. ოტორინოლარინგოლოგია

1. სმენის ტესტირება უნდა განხორციელდეს ყველა გამოკვლევის დროს.

2. პირველი და მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას, ავიასპეციალისტის მოწმობაში სახელსაწყო ოსტატობის ან მარშრუტზე სახელსაწყო ფრენის წესებით  ფრენის ოსტატობის დამატებისას, სმენის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს წმინდა ტონალური აუდიომეტრით, ხოლო სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების ან სერტიფიკატის განახლებისას – 40 წლის ასაკამდე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო 40 წლის ასაკის ზემოთ – ყოველ  ორ წელიწადში ერთხელ.

3. წმინდა ტონალური აუდიომეტრით ტესტირებისას სერტიფიკატის გაცემისას, განმცხადებლის სმენის დაქვეითება არ უნდა აღემატებოდეს 35 დეციბელს 500, 1000 ან 2000 ჰერცის სიხშირეზე, ან 50 დეციბელს 3000 ჰერც სიხშირეზე, თითოეულ ყურში. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების ან სერტიფიკატის განახლებისას, სმენის დიდი დანაკლისის დროს, განმცხადებელმა უნდა გამოავლინოს ფუნქციონალური სმენის დამაკმაყოფილებელი უნარი.

4. განმცხადებელმა უნდა გაიაროს ყელ-ყურ-ცხვირის სრულყოფილი გამოკვლევა  პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემამდე და პერიოდულად, თუ სამედიცინო ჩვენებით არსებობს ამის აუცილებლობა. 

5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს დამატებითი სამედიცინო შემოწმება იმ მიზნით, რომ დადგინდეს, არსებული მდგომარეობა რა გავლენას ახდენს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, თუ მას აღენიშნება:

ა) შიდა ან შუა ყურის მიმდინარე, მწვავე ან ქრონიკული პათოლოგიური პროცესები;

ბ) დაფის აპკის განუკურნებელი პერფორაცია ან დისფუნქცია;

გ) ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა;

დ) ცხვირის სავალი გზების მნიშვნელოვანი შევიწროება;

ე) სინუსების ფუნქციების დარღვევა;

ვ) პირის ღრუს ან ზედა სასუნთქი გზების მნიშვნელოვნად განვითარებული მანკი, ან მნიშვნელოვანი მწვავე ან ქრონიკული ინფექცია;

ზ) მეტყველების ან ხმის მნიშვნელოვანი დარღვევა;

თ) ჰიპოაკუზია;

ი) ევტახის მილის დისფუნქცია;

კ) შიდა ან შუა ყურის ოპერაციის ნებისმიერი შედეგი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მითითებულ შემთხვევაში, ვესტიბულარული ფუნქციის მოშლილობის მქონე პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მითითებულ შემთხვევაში, ვესტიბულარული ფუნქციის მოშლილობის მქონე მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისობის შეფასება უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებით“. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მოყვარული პილოტი ახორციელებს სახელსაწყო ფრენას, მან უნდა გაიაროს სუფთა ტონების აუდიომეტრია იმ პერიოდულობითა და სტანდარტით, რომელიც მოეთხოვება პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელს“.

22. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 53. დერმატოლოგია

განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება რაიმე სახის დერმატოლოგიური პრობლემა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე“.

23. 56-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია, შეზღუდვ(ებ)ის დაწესებისას გაითვალისწინოს განმცხადებლის გამოცდილება, საქმიანობის განხორციელების უნარი და შესაძლებლობა, აკრედიტებული სამედიცინო დასკვნის შედეგი, უქმნის თუ არა იგი საფრთხეს ავიასპეციალისტის მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, სააგენტო უფლებამოსილია, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან ერთად დააწესოს  საექსპლუატაციო შეზღუდვები, რომელიც გამოიყენება კონკრეტულ საექსპლუატაციო გარემოში.

7. საექსპლუატაციო შეზღუდვას აწესებს მხოლოდ სააგენტო“.

24. 76-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება ინტრაცერებრალური ავთვისებიანი სიმსივნე, უნდა შეფასდეს არავარგისად“.

25. 78-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

26. მე-80 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი