„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016825
92
21/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
010250050.35.160.016825
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №92

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №273 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 25/10/2021წ; 010250050.35.160.016709) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ელექტრონული საქმისწარმოების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:     

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიაში შემოსული ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტების, ასევე მერიის ელექტრონულ მისამართზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge გამოგზავნილი დოკუმენტების მიღება-რეგისტრაციას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (მის: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი N20ბ), ხოლო ადმინისტრაციული ერთეულების შემთხვევაში - მერიის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები, რომელთათვისაც ელექტრონულ სისტემაში დაშვებულია კანცელარიის ფუნქცია.“

ბ)მე-4  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოსული დოკუმენტების მიღება-რეგისტრაცია ხდება დოკუმენტების შემოსვლის დღესვე ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოსულია 19:00 საათის შემდეგ ან თუ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ხარვეზის გამო ვერ ხერხდება დოკუმენტის იმავე დღეს რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო ადმინისტრაციული ერთეულის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტი/მერის წარმომადგენელი, შემოსული დოკუმენტის მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესვამს შტამპს შემოსვლის თარიღის აღნიშვნით, ხოლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მისი მიღება-რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.“

გ) მე-4  მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დედანი დოკუმენტი მატერიალური სახით გადაეცემა შემსრულებელს და გადაცემა ფორმდება შესაბამის ჟურნალში რეგისტრაციის გზით.“

დ) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს ენიჭებათ შესაბამისი ნომრები (ინდექსი), რაც გამოსახულია აღნიშნული სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის უნიკალურ ნომერში:

01 - მერიის ადმინისტრაცია;

02 - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური;

03 - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური;

04 - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

05 - არქიტექტურის სამსახური;

06 - მუნიციპალური ინსპექცია;

07 - შიდა აუდიტის სამსახური;

08 - ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

09 - განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია