„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016835
103
21/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
010250050.35.160.016835
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №103

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ (კოდი 06 01 06) განხორციელების წესი დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 დეკემბრის №43 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/2023წ., 010250050.35.160.016776) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში – ლაპატინიბი (ტაივერბი).“.

ბ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. HER-2 რეცეპტორ-დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ტრასტუზუმაბი+პერტუზუმაბი/ფესგოსა (არაუმეტეს 8 ინფუზია) და ტრასტუზუმაბის (ჰერცეპტინი) ერთწლიანი კურსის მოცულობით (არაუმეტეს 18 ინფუზია) დაფინანსებისას დარჩენილი თანხიდან ყოველ ჯერზე არაუმეტეს 700.00 ლარის ოდენობით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 ათასს, მედიკამენტი უფინანსდებათ არაუმეტეს 1000 ლარისა.“

გ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამონაკლისის სახით ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო წლის მანძილზე არაუმეტეს 18 ინფუზიის დაფინანსებას, თითოეულის შემთხვევაში არაუმეტეს 1000.00 ლარის ოდენობით. გამონაკლისს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 ათასს, მედიკამენტი დაუფინანსდება თითოეულ შემთხვევაში არა უმეტეს 1500 ლარისა.“.

დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მე-3“ პუნქტი:

„3) HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში – ლაპატინიბის (ტაივერბი) დაფინანსებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთწლიანი კურსით, თითოეულ ჯერზე არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.“.

ე) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლი მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„2. ქვეპროგრამით სარგებლობის მოთხოვნის ყველა მომდევნო ჯერზე მოსარგებლემ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს განახლებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა, კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან/აფთიაქიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული დაფინანსების თანხმობის წერილი (არსებობის შემთხვევაში).“.

) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი

„ი),,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია ყოველი სამი კურსის შემდგომ დამატებით წარმოადგინოს კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია