„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.140.016525
34
19/12/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
010250000.35.140.016525
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2023 წლის 19 დეკემბერი

დაბა ასპინძა

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2016; ს/კოდი: 010250000.35.140.016209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა:

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და სხვა უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობად (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს 825 (რვაას ოცდახუთი) ლარი.“.

2. მე-2 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე ამომრჩევლებთან შეხვედრების, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და სხვა უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით, ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ადგენს მოხსენებით ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუშაო დღეს).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე