საქართველოს სისხლის სამართლის და სასჯელთა აღსრულების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის და სასჯელთა აღსრულების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1649
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 08/11/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1649
15/10/1998
სსმ, 3, 08/11/1998
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სისხლის სამართლის და სასჯელთა აღსრულების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის და სასჯელთა აღსრულების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 25-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილიდან სიტყვის „დაენიშნებათ“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები „შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებაში“;

ბ) მე-7 ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთის სახით, გაუფრთხილებლობით ჩადენილი და არამძიმე განზრახი დანაშაულისათვის – საერთო რეჟიმის კოლონიაში“;

გ) მე-7 ნაწილის მე-2 და მე-3 აბზაცები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-4–7 აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად მე-2–5 აბზაცებად;

დ) მე-8 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში, რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი ამ მუხლის მე-4 ნაწილის მე-3 აბზაცში ჩამოთვლილი განზრახი დანაშაულისათვის – განზრახი დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში;“.

ე) მე-10 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე ამ მუხლის მე-7 ნაწილის მე-2 აბზაცში მითითებული განზრახი დანაშაულისათვის“ და „და კოლონია-დასახლებებისა“.

2. 54-ე მუხლის მე-6 ნაწილში:

ა) სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (961 მუხლი), გარდა ყაჩაღობით ჩადენილი გატაცებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „სხვისი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (961 მუხლი), გარდა ყაჩაღობით ჩადენილი გატაცებისა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (110-ე მუხლის მე-2 ნაწილი)“;

ბ) სიტყვების „გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდებისათვის (1331 მუხლის პირველი ნაწილი)“;

გ) სიტყვების „(189-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მე-3 ნაწილი), აფეთქებისათვის (2281 მუხლის მე-2 ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ გადაგზავნის, გადაზიდვის, დამზადების ან გასაღებისათვის, აგრეთვე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების, შენახვის, გადაგზავნის, გადაზიდვის, შეძენის, დამზადების ან გასაღებისათვის (238-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები)“.

3. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); ისეთი მოქმედებისათვის, რომელსაც დეზორგანიზაცია შეაქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა მუშაობაში (781 მუხლი); ყაჩაღობისათვის სხვისი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე მუხლის მე-2 ნაწილი); სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის ყაჩაღური გზით (961 მუხლი); განზრახი მკვლელობისათვის (105-ე მუხლი); ბავშვით ვაჭრობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (1272 მუხლის მე-2 ნაწილი); მძევლად ხელში ჩაგდებისათვის, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (1331 მუხლის მე-2 ნაწილი); უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაციისათვის ან მასში მონაწილეობისათვის (2381 მუხლი); ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმით (240-ე მუხლის მე-3 ნაწილი); რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცებისათვის, სატრანსპორტო დაწესებულებებისა და ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის (2422 მუხლი); სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები); ნარკოტიკულ საშუალებათა გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით (2521 მუხლის მე-3 ნაწილი), – სასჯელისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ოთხი მეხუთედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ.“

4. 54-ე მუხლის მე-7–10 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-8–11 ნაწილებად.

5. 541 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) რომელიც მსჯავრდებულია: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის (104-ე მუხლი, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი); გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მე-4 ნაწილი); ბავშვით ვაჭრობისათვის, რომელიც ჩადენილია ქვენა გრძნობით, ან თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია, აგრეთვე, თუ მას ახლდა ბავშვის უცხო სახელმწიფოში უკანონო გადაყვანა ან იქიდან ბავშვის დაუბრუნებლობა (1272 მუხლის მე-3 ნაწილი); ადამიანის მოტაცების ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთისათვის (133-ე მუხლი); პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2091 მუხლი).“.

6. 55-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 პუნქტში:

ა) სიტყვების „(117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ადამიანის მოტაცების ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთისათვის (133-ე მუხლი)“;

ბ) სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდებისათვის (1331 მუხლი)“ შეიცვალოს სიტყვებით „მძევლად ხელში ჩაგდებისათვის, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (1331 მუხლის მე-2 ნაწილი)“;

გ) სიტყვების „სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ შეიცვალოს სიტყვებით „სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (243-ე მუხლის მე-3 ნაწილი)“;

დ) სიტყვები „განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მე-3 ნაწილი)“ ამოღებულ იქნეს.

7. 2033 მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ხუთასიდან ათას ლარამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით“.

8. 206-ე მუხლში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“.

II. საქართველოს სასჯელთა აღსრულების კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №12, მუხ. 202) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველოს“, ხოლო ამოღებულ იქნეს სიტყვები „სხვადასხვა კოლონია-დასახლებაში ათავსებენ: მსჯავრდებულებს, რომლებიც სასამართლოს განაჩენის შესაბამისად გაგზავნილნი არიან გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში; მსჯავრდებულებს, რომლებიც სასამართლოს განაჩენის შესაბამისად გაგზავნილი არიან განზრახი დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში; ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული წესით იმ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში გადაყვანილ მსჯავრდებულებს, რომლებიც მტკიცედ დაადგნენ გამოსწორების გზას“.

2. 22-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებად, განზრახი დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებად, იმ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებად, რომლებიც მტკიცედ დაადგნენ გამოსწორების გზას“.

3. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 451 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ყველა სახეობის კოლონია-დასახლებებში“.

5. 47-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებაში ამანათების, გადაცემისა და ბანდეროლების რაოდენობა, რომელთაც მსჯავრდებულები იღებენ, შეუზღუდავია“.

6. 48-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებაში“.

7. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ყველა სახეობის შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებებში, აგრეთვე,“.

8. 59-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „კოლონია-დასახლებებში“.

9. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-2 ნაწილად.

10. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 აბზაცი და მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-4 ნაწილი ჩაითვალოს მე-3 ნაწილად.

11. 68-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „კოლონია-დასახლებიდან იმ სახის რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოსახდელად, რომელიც მათ წინათ განუსაზღვრა სასამართლომ, ხოლო ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის ასეთი პირებისათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში გაგზავნით, განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებულნი ასეთი პირებისათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში გაგზავნით-საერთო რეჟიმის კოლონიაში“.

III. შრომა-გასწორების კოლონია-დასახლების რეჟიმი ძალაში დარჩეს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის მსჯავრდებულნი არიან თავისუფლების აღკვეთით და დანიშნული სასჯელის მოსახდელად იმყოფებიან შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებაში ან არ არიან მსჯავრდებულნი, მაგრამ ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი და მე-2 აბზაცებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რისთვისაც სასამართლოს მიერ შეიძლება შეეფარდოთ თავისუფლების აღკვეთა სასჯელის შესაბამის შრომა-გასწორების კოლონია-დასახლებაში მოხდით.

IV. ამ კანონის III მუხლში მითითებული შრომა-გასწორების კოლონია-დასახლების რეჟიმი შენარჩუნებულ იქნეს იმ პირობების დაცვით, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე იყო გათვალისწინებული საქართველოს სასჯელთა აღსრულების კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 15 ოქტომბერი.

 

№1649 – I