„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016615
42
19/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
010250050.35.132.016615
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2023 წლის 19 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება  და  დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ლი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 996 (ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა.

 3. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება შემდეგნაირად:

ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის 50% – 498 (ოთხას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის 25% – 249 (ორას ორმოცდაცხრა) ლარი;

გ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის 25% – 249 (ორას ორმოცდაცხრა) ლარი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024  წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე