დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4018-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.05.001.102214 |
|
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.03.2023, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.05.001.020818) მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში − 20 უმსხვილესი აქციონერის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ ინფორმაცია;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს), აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ ინსტიტუტებში ამჟამად ან წარსულში არსებული წილების ოდენობისა და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაციას; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო ეს პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს); ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტალის) ფინანსურ ანგარიშგებას. თუ იურიდიული პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ეს პირები ბოლო 10 წლის განმავლობაში.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მიკრობანკი, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერი, ისე შუალედური მფლობელი და ბენეფიციარი მესაკუთრე ვალდებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N4018-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები