დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016830 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ
რუსთავის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტით
გათვალისწინებული
ჯანდაცვის
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამების
განხორციელების
წესების
დამტკიცების
შესახებ
“ ქალაქ
რუსთავის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
2019 წლის
20 დეკემბრის
№159 დადგენილებაში
(www.matsne.gov.ge. 24/12/2019წ
., 010250050.35.160.016595) შეტანილ
იქნეს
შემდეგი
შინაარსის
ცვლილება
:
1.1 პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ “ ქვეპუნქტი : „ვ ) რეაბილიტაციის შემთხვევათა რეესტრის ფორმა “ დანართი N6-ის შესაბამისად .“. 1.2 პირველი მუხლის „ა “ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება " (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში : ა ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირებს (შემდგომში – "მოსარგებლე ") წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი /მუდმივი ბინადრობის მქონე არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი ) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ) და ესაჭიროებათ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება : ა ) ავთვისებიანი სიმსივნეების (კერძოდ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე -10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი C00-C97 D00-D09;) დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ -სტაციონარული მკურნალობა , რომელიც შეიძლება დაფინანსდეს : ა .ა . წელიწადში არაუმეტეს 3000.00 (სამი ათასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი ) ლარს ; ა .ბ ) წელიწადში არაუმეტეს 2500,00 (ორი ათას ხუთასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 601- დან 1000 ლარის ჩათვლით ; ა .გ ) წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი ) ლარს . ბ ) კარდიოქირურგიული მომსახურება (მათ შორის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებს ზევით გაწეული სამედიცინო მომსახურება , კორონაროგრაფია , სტენტირება (მათ შორის წამლით დაფარული სტენტი ), აბლაცია და გადაუდებელი კარდიოქირურგია ), რომელიც შეიძლება დაფინანსდეს : ბ .ა ) წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი ) ლარს ; ბ .ბ ) წელიწადში არაუმეტეს 1700.00 (ათას შვიდასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 601- დან 1000 ლარის ჩათვლით ; ბ .გ ) წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ათას ხუთასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი ) ლარს . გ ) გეგმური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება , რომელიც შეიძლება დაფინანსდეს : გ .ა ) წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ათას ხუთასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი ) ლარს ; გ .ბ ) წელიწადში არაუმეტეს 1000.00 (ათასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 601- დან 1000 ლარის ჩათვლით ; გ .გ ) წელიწადში არაუმეტეს 800.00 (რვაასი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ), იმ მოქალაქეებისთვის , რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი ) ლარს . დ ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები ) , რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს , წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ). ე ) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე -10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25), ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34), ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35), სხვა კატარაქტა (H26), სტრაბიზმის (სიელმე ) სხვა ფორმები (H50), ცხვირის პოლიპი (J33), რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი ) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ). ვ ) M16 კოკსართროზი (მენჯ -ბარძაყის სახსრის ართროზი ) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი ) დიაგნოზის შემთხვევაში მუხედავად ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავლისა , დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი ) ლარის ოდენობით . ბენეფიციარის მიერ საკუთარი სურვილით შერჩეული პროთეზის ღირებულება ქვეპროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება . ზ ) ავასტინის ინტრავიტრეალური ინიექცია - ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს 900 ლარის ოდენობით . თ ) ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ კვლევა ) - G40 დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდებიან არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით , ხოლო ბენეფიციარები , რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 150 000 ქულის ჩათვლით - არაუმეტეს 600 (ექვსასი ) ლარის ოდენობით . ბ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის პირველ პუნქტის „11“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „11. იმ მოქალაქეების განცხადებების განხილვისას , რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 001-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში , ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტები განისაზღვროს სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან “ ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით . ხოლო მუნიციპალიტეტში მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამის (მოდული ) ამოქმედების შემდგომ , ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია ლიმიტების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დიფერენცირებული პაკეტების მიხედვით .“. გ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -5 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ე ) განცხადება , რომლითაც მოთხოვნილია გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება შემდეგი დიაგნოზების მიხედვით : რეფრაქციისა და აკომოდაციის დარღვევები (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე -10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H52) , მოხუცებულობითი კატარაქტა (H25) , ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34) , ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35) , სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე ) სხვა ფორმები (H50) , ცხვირის პოლიპი (J33) , M16 კოკსართროზი (მენჯ -ბარძაყის სახსრის ართროზი ) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი ) ზოგადი სიმსუქნე (E66) , რქოვანას სხვა ავადმყოფობები (H18) და სკლერისა და რქოვანას დაზიანებები იმ ავადმყოფობების დროს , რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (H19) , გარდა მე -2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .“. დ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -5 პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,ვ ) განცხადება , რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება , ასევე მომსახურება , რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , თუმცა მოქალაქე ერთჯერადად უარს აცხადებს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე .“ ე ) მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ და „ვ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ე . სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი (დამატებით მოთხოვნილი ექიმის ჰონორარი დაფინანსებისას არ განიხილება ); ,,ვ ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში ), (დამატებით მოთხოვნილი ექიმის ჰონორარი დაფინანსებისას არ განიხილება );“ ვ ) მე -4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე “ ქვეპუნქტი : „ე . გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში , მოქალაქის მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისას , ფინანსური ანგარიშსწორება განხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე . აღნიშნულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სამედიცინო დაწესებულების სახელზე არ გასცემს დაფინანსების წერილს .“. 1.3 პირველი მუხლის „გ “ პუნქტით დამტკიცებული აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია “ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში : ა ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე , რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით , რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი . ასევე , ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი პირის მშობელს აქვს 2-წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ ), ხოლო ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში . გამონაკლისი ვრცელდება პირებზე , რომლებიც იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში .”. ბ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გათვალისწინებულია თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება , თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს , ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად . თვეში 20 საათის განსაზღვრის შემთხვევაში , გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი . დარჩენილი 8 სეანსის შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ , ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად , მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ .შ . გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია , საჭიროებისამებრ , მეტყველების თერაპია . ოკუპაციური /სენსორული თერაპია და სხვა ). როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით , შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე .“. გ ) შევიდეს ცვლილება მე -4 მუხლის მე -2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით , მაგრამ არაუმეტეს თვეში 420 (ოთხას ოცი ლარი და 00 თეთრი ) ლარისა , გარდა ამ წესის მე -2 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა .“. დ ) შევიდეს ცვლილება მე -4 მუხლის მე -4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ქვეპროგრამის ფარგლებში , თვეში ფინანსდება არაუმეტეს 20 სეანსი , ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის ) მხრიდან . იმ შემთხვევაში თუ თვეში 20 სეანსის არ ჩატარდება , თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება .“. ე ) შევიდეს ცვლილება მე -5 მუხლის მე -7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „7.ამ მუხლის მე -6 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით , მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილი არ უქმდება , თუ გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით ან სხვა ობიექტური მიზეზით (რაც დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით ).“. ვ ) შევიდეს ცვლილება მე -6 მუხლის მე -2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ანგარიშგებისას სერვისის მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ -ფაქტურა ) და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი .“. 1.4 პირველი მუხლის „დ “ პუნქტით დამტკიცებული „გონებრივი განვითარების დაყოვნების , ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია “ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში : ა ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1.პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების , ცერებრული დამბლის და დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების -R62; G80; Q90) მქონე ბავშვები და მოზარდები (ბენეფიციარები ), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი (ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ) არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი ) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში , რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ). ასაკი განისაზღვრება ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი -R62-ის შემთხვევაში 0-დან 15 წლამდე , ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი -G80 და Q90-ის შემთხვევაში 0 დან 18 წლამდე . ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R62-ის შემთხვევაში ბენეფიციარი არ უნდა იყოს ჩართული „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის “ ან „ბავშვთა რეაბილიტაცია /აბილიტაციის “ სახელმწიფო ქვეპროგრამებში . აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში (სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა , დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ) ბენეფიციარს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან უწყდება ქვეპროგრამით დაფინანსება .“. ბ ) მე -2 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ “ ქვეპუნქტი : „კ ) ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R62-ის შემთხვევაში ცნობა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა , დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან , რითაც დასტურდება , რომ განცხადების შემოტანის მომენტში ბენეფიციარი არ სარგებლობს „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის “ ან „ბავშვთა რეაბილიტაცია /აბილიტაციის “ სახელმწიფო ქვეპროგრამებით .“. გ ) შევიდეს ცვლილება მე -4 მუხლის 1-ლ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი -R62-ის შემთხვევაში , დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს , ყოველთვიურად , არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა , წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ -ფაქტურა ) და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი . ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G80 და Q90 -ის შემთხვევაში , შესრულებული სამუშაოს ბოლოს .“. 1.5 პირველი მუხლის „ე “ პუნქტით დამტკიცებული „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა “ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესში : ა ) შევიდეს ცვლილება მე -4 მუხლის მე -3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. გამონაკლისი , ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე , რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ბოლო თვის მიხედვით ირიცხებიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით .“. ბ ) შევიდეს ცვლილება მე -5 მუხლის მე -4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ბენეფიციარი ვალდებულია , კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ (კალენდარული წლის დასაწყისიდან არაუგვიანეს 25 თებერვლისა ) წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV- 100/ა ). აღნიშნული დოკუმენტის არ წარმოდგენის შემთხვევაში , ან დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში , ბენეფიციარს დროებით , მაგრამ არა უმეტეს 3 (სამი ) თვისა უჩერდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება .’’ გ ) მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41’’ პუნქტი : „41. ბენეფიციარის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა ) არაუგვიანეს 3 თვის ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში , მას აღუდგება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის თვის შემდეგი თვიდან და იმავდროულად , ბენეფიციარზე გაიცემა შეჩერებული თვეების დახმარება ქვეპროგრამის ლიმიტის ფარგლებში . ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა ) 3 თვის შემდგომ წარმოდგენის შემთხვევაში ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება , ხოლო ქვეპროგრამით სარგებლობის ხელახლა შესაძლებლობა მიეცემა ახალი განცხადებით მომართვის საფუძველზე .“ დ ) შევიდეს ცვლილება მე -6 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის , რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე -4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში , დახმარება მოიცავს თვეში 100.00 (ასი ) ლარს .“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები