„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა’’ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016837
104
21/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
010250050.35.160.016837
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა’’ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №104

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა’’ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების’’ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის’’ დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016522) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი N1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე („უსინათლო“ და დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) პირთათვის (შემდგომში “ბენეფიციარი“) კომუნალურ გადასახადებზე (გაზი, ელექტრო ენერგია) შეღავათის დაწესებას 500.00 (ხუთასი) ლარის ოდენობით. რომლის გახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაჭარბებულ თანხას აანაზღაურებს ქვეპროგრამის მოსარგებლე პირები.“.

ბ) შევიდეს ცვლილება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „1.2“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა დახმარება განხორციელდება ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაწეული კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) ხარჯების დაფარვით, ქვეპროგრამით განსაზღვრული წლიური ლიმიტის ფარგლებში, რომლის გახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, გადაჭარბებულ თანხას აანაზღაურებენ თავად ქვეპროგრამის მოსარგებლე პირები. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადები უნაზღაურდება მომდევნო კალენდარული წლის იანვარში (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც სარგებლობდნენ წინა წელს არსებული ქვეპროგრამით და მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ამოწურული არ აქვთ ქვეპროგრამით დადგენილი შეღავათის ლიმიტი).“.

გ) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „1.3“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა ხორციელდება სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონულ რეესტრში ასახული შესაბამისი თანხის ოდენობით.“.

გ) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „1.4“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და ამ წესით გათვალიწინებულ მონაცემთა ბაზებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ყოველთვიურად სს „ეპ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზთან“ ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მზადდება წერილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია