დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016839 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ
რუსთავის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტით
გათვალისწინებული
სოციალური
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამების
განხორციელების
წესის
დამტკიცების
შესახებ
“ ქალაქ
რუსთავის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
2018 წლის
24 დეკემბრის
N85 დადგენილებაში
შეტანილ
იქნეს
შემდეგი
სახის
ცვლილება
:
1. 1 პირველი მუხლის „ბ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სარიტუალო მომსახურებები “ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში “: ა ) შევიდეს ცვლილება პირველი მუხლის პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. „სარიტუალო მომსახურებები “ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი “ (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი /ები -ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს .“; ბ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები .“. გ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 -სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 400.00 (ოთხასი ლარი და 00 თეთრი ) ლარი .“; დ ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის 41 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „41. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში : ა ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ; ბ ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში ); გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ; დ ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროებისამებრ ), ე ) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში ); ვ ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით .“.
1.2 პირველი მუხლის „დ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული “ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები “ (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი “ ქვეპროგრამის განხორციელების წესში :
ა ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა ) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები . ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს . ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 14 ოჯახის დახმარება .“.
1.3 პირველი მუხლის „ი “ ქვეპუნქტით დამტკიცებული “მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების “ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესში : ა ) შევიდეს ცვლილება პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება “ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი ) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებსა და პროცედურებს , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში “;
ბ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ) და ჰყავთ 4 და მეტი შვილი . ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1-წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს ), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს ) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი . მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი ) წლამდე შვილების რაოდენობის გათვალისწინებით .“;
გ ) მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „11. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ). აღნიშნული ოჯახები , მეოთხე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას მიიღებენ ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით .“;
დ ) ამოღებულ იქნეს მე -2 მუხლის მე -2 პუნქტი;
ე ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას , თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 (ოცდათხუთმეტი ) ლარის ოდენობით . ბავშვის გარდაცვალების ან /და ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში , პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს მიეცემა დანარჩენი არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობის მიხედვით .“;
ვ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის 31 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „31. ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსებას , რომლებიც სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების “ პროგრამით და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ), მაგრამ ბავშვის გარდაცვალების გამო შეუწყდათ მოსარგებლის სტატუსი . ამ შემთხვევაში , მატერიალური დახმარება გაიცემა 18 წლამდე ასაკის შვილების რაოდენობის გათვალისწინებით . თუმცა ოჯახზე განაცდური თვეები არ ანაზღაურდება“;
ზ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე : ა ) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ; ბ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ; გ ) ბავშვების დაბადების მოწმობები ; დ ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ); ე ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში ); ვ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერის დედანი , დამოწმებული ბანკის ბეჭდით ; ზ ) ბავშვის გარდაცვალების მოწმობა (ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ).
თ ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის მე -2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან . ზემოაღნიშნული , ყოველთვიურად განახლებადი ბაზების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში , რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშწორებისას .“;
ი ) მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „5. ამ წესის მე -2 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს ახალშობილის ერთ -ერთი მშობელი . მუნიციპალიტეტისთვის მომართვა უნდა განხორციელდეს ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში .“;
კ ) მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. ამ წესის მე -2 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება მრავალშვილიან პირზე გაიცემა მასთან ფაქტობრივად მცხოვრები შვილების რაოდენობიდან გამომდინარე . ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , პროგრამის განმახორციელებელი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .“. 1.4 პირველი მუხლის „მ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა “ (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესში : ა ) მე -2 მუხლს დაემატოს „11“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „11. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე , რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი .“;
ბ ) მე -3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ “ ქვეპუნქტი : „ვ ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში ).“. გ ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის მე -3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური , ბენეფიციარის ქალაქ რუსთავში ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები