დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის N01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-608 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016285 |
|
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
ა)
ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ის (ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში გრძელვადიანი სამუშაო მივლინების გადაანგარიშება ხორციელდება ამ მონაცემების შეცვლის თარიღიდან, სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.“; |
ბ)
ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის (ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი): ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.დ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ე) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ვ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ზ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.თ) 30 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ი) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
2.
ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები