„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4025-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.102194
4025-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
450140000.05.001.102194
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება არანაკლებ იმ თანხის ოდენობისა, რომელიც მიიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნული წინა წლის დასაქმებული ფიზიკური პირების რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის − 64 ლარის ნამრავლის სახით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა. საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება ერიცხება სრულად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული კვარტალური განწერის შესაბამისად.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5პუნქტი:

„51. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობის შემცირება, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.“.

2. 3512 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35​12. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 21%-ით. გამოყოფილი თანხა აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტის შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტს.“.

3. 762 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 17%-ით. გამოყოფილი თანხა აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 763 მუხლი:

„მუხლი 763. 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2024 და 2025 დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისთვის ფინანსდება საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით. საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება ერიცხება სრულად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული კვარტალური განწერის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობა არ გაითვალისწინება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირების შემთხვევაში.“.

მუხლი 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ კანონით გათვალისწინებული დებულებების ასახვა. 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 2 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N4025-XIIIმს-Xმპ