„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3961-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.102160
3961-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
430040000.05.001.102160
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8პუნქტი:

„81. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გარდამავალ პერიოდში უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება დროებითი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 9პუნქტი:

„91. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირების  მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგი.“;  

გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ითვლება შესაბამისი დაწესებულების/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძვლად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით/ამ მუხლის 91 პუნქტით განსაზღვრული განრიგის გათვალისწინებით აღნიშნული დაწესებულების მიმართ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

12. თუ დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას, ან აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე არ დააფუძნებს იურიდიულ პირს ან იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით/ამ მუხლის 9პუნქტით განსაზღვრული განრიგით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განაცხადს, მას უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.“;

დ) მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;

ვ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3961-XIIIმს-Xმპ