„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3946-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 490000000.05.001.102151
3946-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
490000000.05.001.102151
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია ან პირმა სასამართლოს მიმართა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნასთან დაკავშირებით;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

„მუხლი 481. „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი  

„რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი განისაზღვრება იმავე ოქმით დადგენილი წესით.“.

3. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მხარისთვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტია არ მოითხოვება, თუ დავა განიხილება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 732 მუხლი:

„მუხლი 732. „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს  ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება

„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება იმავე კონვენციითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV17 თავით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3946-XIIIმს-Xმპ