დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3992-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 080240000.05.001.102176 |
|
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;“. მუხლი 2 1. სისხლის სამართლის საქმეზე 2024 წლის 1 იანვრამდე დაწყებული გამოძიება გაგრძელდეს 2024 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3992-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები