დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4007-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470080000.05.001.102179 |
|
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) მე-15 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და იგი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N4007-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები