„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.017162
123
15/12/2023
ვებგვერდი, 18/12/2023
120170050.22.026.017162
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება  №123

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ორგანიზება და/ან კონტროლი შეიძლება განახორციელოს:  

ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა – სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, ასევე სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში;

ბ) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა (სარდალი, მეთაური, უფროსი) – დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელმა (რექტორი, დირექტორი) დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობის მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურეებს წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად უტარდებათ შიდა ფიზიკური ნორმატივები, რომლის ჩაუბარებლობა არ იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. შიდა ფიზიკური ნორმატივების ჩატარების ორგანიზებას სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში ახორციელებენ – ქვედანაყოფების ხელმძღვანელები (მეთაური/უფროსი/სარდალი), სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შემავალ ქვედანაყოფებში – საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, ხოლო სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე