საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3958-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102148
3958-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
200000000.05.001.102148
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 871 ნაწილი:

„871. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი  სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით აღნიშნული სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, აგრეთვე ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩამოწერით მიღებული სარგებელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3958-XIIIმს-Xმპ