დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 სექტემბრის №06 ბრძანებით დამტკიცებულ ”ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესში” ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 12/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016069 |
61
12/12/2023
ვებგვერდი, 13/12/2023
290160000.60.072.016069
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 სექტემბრის №06 ბრძანებით დამტკიცებულ ”ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესში” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
|
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 სექტემბრის №06 ბრძანებით დამტკიცებულ „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესში” ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 სექტემბრის №06 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016014) დამტკიცებულ „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესში“ (შემდგომ – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
წესის დანართი №1-ის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტ(ებ)ის მიმართ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების რეალურ დროში მონიტორინგის განხორციელების თაობაზე მოხსენებითი ბარათები, მონიტორინგისას დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტები და ანგარიშები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები