საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3973-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016768
3973-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 22/12/2023
120090000.09.001.016768
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2024 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №2380-IXმს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.12.2022, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016725).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3973-XIIIმს-Xმპ