„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3928-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.102206
3928-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
240080000.05.001.102206
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იურიდიულ პირზე/სახელშეკრულებო სქემაზე, რომელიც საქართველოს ან უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობას ახორციელებს, როგორც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული;“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ23) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის კოლექტიური საინვესტიციო სქემა არის იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის მიზანი არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის განხორციელება;

ბ) იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა აერთიანებს ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს მისი ინვესტირების შედეგად ინვესტორებისთვის საერთო მოგების გენერირების მიზნით;

გ) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის ერთეულის მფლობელებს კოლექტიურად არ აქვთ ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლება. ერთი ან რამდენიმე (მაგრამ არა ყველა) ერთეულის მფლობელისთვის ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება არ ნიშნავს, რომ იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა კოლექტიური საინვესტიციო სქემა არ არის.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საინვესტიციო ფონდის განთავსებული კაპიტალი და ერთეულები შეიძლება გამოისახოს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.“.

7. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.“.

8. 25-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შეიძლება იყოს:

ა)  „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევა.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საბროკერო მომსახურების გაწევისთვის ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.

9. 72-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საინვესტიციო ფონდზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები.“.

10. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიკვიდატორი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები საინვესტიციო ფონდის კრედიტორებსა და ერთეულის მფლობელებს შორის  ამ მუხლის შესაბამისად გაანაწილოს. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს ანაზღაურება მიეცემათ გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ერთეულის მფლობელებისთვის მისაცემი ანაზღაურება განისაზღვრება მათი კუთვნილი ერთეულების წმინდა ღირებულების მიხედვით, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტით ან ერთეულის მფლობელებს შორის არსებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3928-XIIIმს-Xმპ