დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფასიანი ქარალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული ზოგიერთ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 29/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 06/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.12.005.007.214 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.12.005.007.214
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №55
2005 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ზოგიერთ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ „ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ წლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესის (სსმ III, 21.01.2000 წ., №8, მუხლი 78) მე-10 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ფინანსური ანგარიშგებები
საწარმომ სამეურნეო წლის აუდიტებული ფინან-სური ანგარიშგება კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის 2005 წლის 10 იანვრის №54 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 17.01.2005 წ., №5, მუხლი 59) დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის” მოთხოვნათა შესაბამისად, ამავე წესის დანართით განსაზღვრული ფორმითა და ვადების დაცვით.”;
2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესის (სსმ III, 21.01.2000 წ., №8, მუხლი 78) დამტკიცებულ „ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ ნახევარწლიური ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესის მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ფინანსური ანგარიშგებები
საწარმომ სამეურნეო წლის პირველი ექვსთვიანი პერიოდის ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აუდიტებას არ საჭიროებს, კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის 2005 წლის 10 იანვრის №54 დადგენილებით (სსმ III, 17.01.2005 წ., №5, მუხლი 59) დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის” მოთხოვნათა შესაბამისად, ამავე წესის დანართით განსაზღვრული ფორმითა და ვადების დაცვით.”.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები