დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 483 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024316 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ექიმ-სპეციალისტების გადამზადების უზრუნველყოფა მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადების დაფინანსება.“. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მაძიებლებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და ჩარიცხული არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამაში (გარდა საექიმო სპეციალობებისა − „თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“, „ორთოდონტია“) საქართველოში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში;“. 4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად: ა) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ ექიმ-სპეციალისტებს, კანონმდებლობის შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით; ბ) პროგრამისთვის ექიმ-სპეციალისტების შერჩევა და პრიორიტეტების განსაზღვრა განხორციელდება ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელობის, ასევე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსადმი; გ) სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: პროგრამაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ძირითად სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; ძირითად სპეციალობაში სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექიმ-სპეციალისტების გადამზადების თაობაზე ეგზავნება სამინისტროს; ე) ექიმ-სპეციალისტების გადამზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირებული ექიმებისთვის მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ინდივიდუალურად განსაზღვრული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილის სწავლების საფუძველზე; ვ) ექიმ-სპეციალისტების გადამზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ხორციელდება დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების/ უმაღლესი სასწავლებლების (შემდგომში − სასწავლებელი) ბაზაზე; ზ) პროგრამაში მონაწილე სასწავლებელი დაფინანსდება ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.“. 5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების განმახორციელებელია სამინისტრო.“. 6. მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: ა) დაფინანსება განხორციელდება განათლების ვაუჩერის მეშვეობით; ბ) განათლების ვაუჩერი წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში შერჩეული მაძიებლისთვის (ექიმ-სპეციალისტისთვის) განკუთვნილ არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადების დასაფინანსებლად; გ) მაძიებლები (ექიმ-სპეციალისტები) ამ კომპონენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით; დ) კომპონენტის ფარგლებში, სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირებული ექიმებისთვის მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ინდივიდუალურად განსაზღვრული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილის სწავლის დაფინანსება განხორციელდება პროგრამისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ე) განათლების ვაუჩერის განაღდება მოხდება კომპონენტის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებებიდან/უმაღლესი სასწავლებლებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველკვარტალურად, თითოეულ ექიმ-სპეციალისტზე გადაანგარიშებით, სამინისტროს მიერ; ვ) აღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ექიმ-სპეციალისტების გადამზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ფინანსდება სრულად, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამის შესაბამისად.“. 7. მე-6 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა.“. 8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“ და „თ“ კომპონენტების განმახორციელებელია სამინისტრო, ხოლო ამავე მუხლის „დ“ და „ე“ კომპონენტების − სააგენტო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები