დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3937-XIIIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.102203 |
|
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.019766) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს დერივატივის დადების, ურთიერთგაქვითვისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების საკითხებს. ამ კანონის მიზანია საქართველოში დერივატივების ბაზრის განვითარება, აგრეთვე ურთიერთგაქვითვის, ფინანსური გირავნობისა და დერივატივის დადებისთვის აუცილებელი, მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ ქვეპუნქტი: „ჰ16) სეკიურიტიზაცია − „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაცია.“. 3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.“. 4. მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.“. 5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამგირავებელი ან მოგირავნე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3937-XIIIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები