დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016549 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2022, №190020020.35.159.016517) და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 58232,2 ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 36562,2 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 40418,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 29328,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 30225,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
ბ) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 897,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
|
9.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი რედაქციით: 1. ინფრასტრუქტურის განვითარება ( ორგანიზაციული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
|
10.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
11.
23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 695.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“ |
12.
ბიუჯეტის დანართი №1 – „საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის №2476 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად“, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2.
დადგენილების გამოქვეყნება |
ა) დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ) დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2023 წლის 06 დეკემბრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის №2476 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად.
|
|
დოკუმენტის კომენტარები