„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3934-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.102199
3934-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
040150000.05.001.102199
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) 201 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა გულისხმობს საწარმოს დაშლის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების ან შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და ამ მუხლის 51, 52, 53 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−53 პუნქტები:

„51. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აისახება ინფორმაცია პროგრამის ადმინისტრატორის/პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ.

52. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აისახება ინფორმაცია საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდის ლიკვიდაციის დაწყების/დასრულების და მისი ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ.

53. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აისახება ინფორმაცია იმავე კანონის საფუძველზე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების/დასრულების და მისი ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3934-XIIIმს-Xმპ