დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3938-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110010.05.001.102201 |
|
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.04.2022, სარეგისტრაციო კოდი: 240110010.05.001.020542) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს უფლებამოსილება არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სფეროებზე, აგრეთვე იმ სფეროებზე, რომლებშიც მომხმარებლის უფლებების დაცვას შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3938-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები