„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 18/12/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024315
482
11/12/2023
ვებგვერდი, 11/12/2023
010240030.10.003.024315
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №482

2023 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2021, 010240030.10.003.022663) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“  მე-6 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ – „ჟ3“ ქვეპუნქტები:

„ჟ1) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

2) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

3) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისგან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღება/ დამუშავება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 18 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი