„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024314
481
11/12/2023
ვებგვერდი, 11/12/2023
280120000.10.003.024314
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №481

2023 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2023, 280120000.10.003.023902) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 17,100.6 ათას ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 3,000.0 ათას ლარს; 

ბ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 6,624.0 ათას ლარს:

ბ.ა) ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ბ.ბ) აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი; 

ბ.გ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.დ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.ე) ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.ვ) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ.ზ) უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 60,0 ათას ლარს;

დ) სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 7,396.0 ათას ლარს:

დ.ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.ბ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს:

დ.ბ.ა) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს;

დ.ბ.ბ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ინდივიდუალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტს;

დ.გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.დ) მძიმე და ღრმა შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.ე) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ.ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ე) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 20.0 ათას ლარს;

ვ) პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 300 ლარს;

ზ) შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 300 ლარს.“;

ბ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  7,396.0 ათასი ლარით.“;

გ) №1.5 დანართის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  20.0 ათასი ლარით.“;

დ) №1.6 დანართის („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 300 ლარით.“;

ე) №1.7 დანართის („შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 300 ლარით.“;

ე.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მომსახურების მიღების მსურველი ერთვება ქვეპროგრაში ბართელის სკალით შეფასების საფუძველზე ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულების მიერ.  შეფასების ასანაზღაურებელი თანხა ერთ დადებით შეფასებაზე შეადგენს 25 ლარს, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. თანხის ანაზღაურება ხორციელდება ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულების მიერ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.“.

2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

1. პროგრამა მოიცავს როგორც პრევენციულ, ისე მხარდაჭერით ქვეპროგრამებს, რომელთა განხორციელებისას გათვალისწინებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 49,449.4 ათას ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 3,720.0 ათას ლარს;

ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 7,160.0 ათას ლარს;

გ) ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 12,100.0 ათას ლარს;

დ) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-იდან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 5,200.0 ათას ლარს;

ე) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 745.0 ათას ლარს;

ვ) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 12,920.0 ათას ლარს;

ზ) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 2,680.0 ათას ლარს;

თ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 1,250.0 ათას ლარს;

ი) განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 2,109.0 ათას ლარს;

კ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 725.0 ათას ლარს;

ლ) მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 660.0 ათას ლარს;

მ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 180.0 ათას ლარს;

ნ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 240 ლარს;

ო) ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 160 ლარს.“;

) №2.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ამ ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,720.0 ათასი ლარით.“;  

) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,160.0 ათასი ლარით.“;

) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,100.0 ათასი ლარით.“;

) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის  (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,200.0 ათასი ლარით.“;

ვ) №2.5 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 745.0 ათასი ლარით.“;

) №2.6 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,920.0 ათასი ლარით.“;

თ) №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,680.0 ათასი ლარით.“;

) №2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,250.0 ათასი ლარით.“;  

კ) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,109.0 ათასი ლარით.“;

) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 725.0 ათასი ლარით.“;

) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 180.0 ათასი ლარით.“;

ნ) №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან  გასული 18 – 21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 240 ლარით.“;

ო) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 160 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი