დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3942-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.102191 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს 492 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი სიტყვები: „IV. სეკიურიტიზაციის ფონდი, სეკიურიტიზაციის განყოფილება“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 493 და 494 მუხლები: „მუხლი 493. სეკიურიტიზაციის ფონდი 1. სეკიურიტიზაციის ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის ფონდი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის. 2. სეკიურიტიზაციის ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია. მუხლი 49 4. სეკიურიტიზაციის განყოფილება 1. სეკიურიტიზაციის განყოფილება არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის განყოფილება იურიდიული პირი არ არის. 2. სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია. 3. სეკიურიტიზაციის კომპანიის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს სეკიურიტიზაციის კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი სეკიურიტიზაციის კომპანიამ დანიშნა.“. 3. 289-ე მუხლის 13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3942-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები