გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 400010020.10.003.024309
476
11/12/2023
ვებგვერდი, 11/12/2023
400010020.10.003.024309
გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2023 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მესამე პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი

გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:

ა) ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი  წონის  ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;

ბ) საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;

გ) ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;

დ) ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;

ე) გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;

ვ) სატაკელაჟო სამუშაოების  შესრულება;

ზ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;

თ) ღამის ცვლაში  ვახტის გაწევა;

ი) ელექტრომოწყობილობების მომსახურება;

კ) პოტენციურად მავნე  ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი  გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;  

ლ) კამბუზის  დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;

მ) გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.