საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3902-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102147
3902-XIIIმს-Xმპ
13/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
200000000.05.001.102147
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-80 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფიზიკური პირის, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

8. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გატანილი თანხა.“.

2. 81-ე მუხლის 31 და 32 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით.

32. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული თანხა იბეგრება 5 პროცენტით.“.

3. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) აზარტული კლუბის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა;“.

4. 97-ე მუხლის 91 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“.

5. 98-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება;“.

7. 135-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირისთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

8. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2023 წ.

N3902-XIIIმს-Xმპ