დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4011-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.102129 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: „გ) იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი; დ) მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. დამატებითი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მოძრაობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 1. სატრანსპორტო საშუალების საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) მოძრაობისას მისი ყველა თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები, აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი და ის ადგილი/გზის მონაკვეთი, სადაც ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) სატრანსპორტო საშუალების ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მოძრაობა დაუშვებელია, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 3. 25-ე მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ზამთრის პერიოდში გადაადგილებისას დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ზაფხულის საბურავებით არის აღჭურვილი). შესაბამისად, ამ დროს მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს სატრანსპორტო საშუალების ყველა თვლის ზამთრის საბურავებით აღჭურვის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, − აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების საჭიროება;“. 4. კანონის №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი
“. მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართი, გარდა ამ დანართის იმ გრაფებისა, რომლებშიც მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36 ნაწილები, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის ის გრაფები, რომლებშიც მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36 ნაწილები, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №154 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N4011-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები