„2020-2023 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016835
1-1/487
08/12/2023
ვებგვერდი, 11/12/2023
300300000.22.024.016835
„2020-2023 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/487

2023 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„2020-2023 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2020-2023 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300300000.22.024.016614) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანების სათაური (სახელწოდება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2020-2024 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ”

2. მუხლი 13 -ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 14 :

„მუხლი 14. დამტკიცდეს თანდართული „2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

3. დაემატოს დანართი – „2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.

მუხლი 2
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ გათვალისწინებული ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წინადადებების წარმოდგენა, მასში ცვლილებების შეტანასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული იქნება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების ცვლილება („ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის ქსელის წესებში ასახვის მიზნით), რომელიც ახლებურად დაარეგულირებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსის შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული 2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ხელახალი განხილვა და დამტკიცება განხორციელდეს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი პროცედურების და წესის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. 
მუხლი 3
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი