„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016670
78
12/12/2023
ვებგვერდი, 14/12/2023
010250020.35.123.016670
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №78

2023 წლის 12 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში (www.matsne,gov,ge, 06.02.2015, №010250020.35.123.016279), კერძოდ:

1. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:

ა) ტაქსების პარკირების ადგილები;

ბ) იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა–გადატანის სფეროში;

გ) ელექტრომობილების დამუხტვისათვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილები.“.

2. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

მუხლი 211. ელექტრომობილების პარკირებისა და დამუხტვის წესი

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ, სპეციალური მანიშნებელი დაფით გამოყოფილ, ელექტრომობილების დასამუხტ ადგილებზე სატრანსპორტო საშუალებების პარკირება დასაშვებია მხოლოდ მისი დამუხტვისათვის საჭირო დროით.

2. აკრძალულია ელექტრომობილების დასამუხტ საპარკინგე ადგილებზე სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების განთავსება, გარდა ელექტრომობილებისა, მისი დამუხტვისათვის საჭირო დროით.

3. ელექტრომობილების დასამუხტ ადგილებზე, გარდა ელექტრომობილებისა, სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ჩაითვლება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევად და მასზე რეაგირება მოხდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ დადგენილი წესით.

4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი სრულად ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა დადგენილების დანართის 211 მუხლის მე-4 პუნქტისა, აღნიშნული პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია