დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.139.016532 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №95 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 190020020.35.139.016485 23/12/2022) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 91-ე მუხლის ,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის: 78-ე მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით: თავი I. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 44,251,1 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო გადასახადები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 13,557.2 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 15,363.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 15,330.8 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 31,476 ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 18,210.3 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 18,817.3 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 607.0 ათასი ლარით ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით. ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -5,435.2 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 12,775.1 ათასი ლარით: ათას ლარებში
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -5,490.8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 12. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 55,6 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდსა“და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 194.6 ათას ლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 139.0 ათასი ლარი. თავი II. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2023-2026 წლებისათვის, პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 26,578.2 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (03 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია დასუფთავება და გარემოს დაცვა, რას თავის თავში მოიცავს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას და ნარჩენების გატანას. პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,080.0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 15. განათლება (04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,992.4 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი ( 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორცმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ .კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5,169.3 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით ათას ლარში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები