„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017774
475
11/12/2023
ვებგვერდი, 12/12/2023
040030000.22.033.017774
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №475

2023 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 01/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017633) დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის“ მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უცხო ქვეყანაში კერძო მიწვევით, ტურისტული საგზურით, სამკურნალოდ, დასასვენებლად ან სხვა მიზნით გამგზავრებისას (გარდა სამსახურებრივი მივლინების დროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისა), საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობოს საბაჟო დეპარტამენტის უფროსს ან მის მოადგილეს:

ა) იმ ქვეყანაში გამგზავრებისას, რომელთანაც საქართველოს სავიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს – დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სავიზო განაცხადის წარდგენამდე;

ბ) იმ ქვეყანაში გამგზავრებისას, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი