დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110002.22.034.017422 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში (სსმ, №55, 10/05/2005, 100.110.000.22.034.007.353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“; გ) პირველი − მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებას: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი მუხლი: „მუხლი 1 დამტკიცდეს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი ორსული და მეძუძური დედების, აგრეთვე, ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები დანართი 2-ის შესაბამისად; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ არასრულწლოვანთა სადღეღამისო კვების ნორმები დანართი 3-ის შესაბამისად; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო კვების ნორმები დანართი 4-ის შესაბამისად.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 მუხლი: „მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული: ა) დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები“; ბ) დანართი 2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი ორსული და მეძუძური დედების, აგრეთვე ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები“; გ) დანართი 3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ არასრულწლოვანთა სადღეღამისო კვების ნორმები“; დ) დანართი 4-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო კვების ნორმები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები